ევროპა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, გაცხადდა, რომ პლეი-ოფის ამ სტადიაზე ერთმანეთს შემდეგ გუნდები დაუპირისპირდებიან:
“მილანი” – “რომა”
“ლივერპული” – “ატალანტა” (ბერგამო)
“ბაიერი” (ლევერკუზენი) – “ვეტს ჰემი” (ლონდონი)
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “მარსელი”
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 11 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 18 აპრილს.
დღესვე გაირკვა თუ რომელი წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს 1/2-ფინალში:
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “მარსელი”/”ლივერპული” – “ატალანტა” (ბერგამო)
“მილანი” – “რომა”/”ბაიერი” (ლევერკუზენი) – “ვეტს ჰემი” (ლონდონი)
ნახევარფინალის პირველი თამაშები 2 მაისს ჩატარდება, საპასუხო კი – 9 მაისს. ფინალი 22 მაისს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარდება.
კენჭისყრაში ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ლორენტე მონაწილეობდა, რომელმაც ევროპა ლიგა “სევილიას” შემადგენლობაში 2015-2016 წლების სეზონში მოიგო.
ლაშა თაბაგარი





