ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდება უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, გაცხადდა, რომ პლეი-ოფის ამ სტადიაზე ერთმანეთს შემდეგ გუნდები დაუპირისპირდებიან:
“არსენალი” (ლონდონი) – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ატლეტიკო” (მადრიდი) – “ბორუსია” (დორტმუნდი)
“რეალი” (მადრიდი) – “მანჩესტერ სიტი”
“პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა”
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველია მატჩებინ 9-10 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 16-17 აპრილს.
დღესვე გაირკვა თუ რომელი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან 1/2-ფინალში ერთმანეთს:
“ატლეტიკო” (მადრიდი) – “ბორუსია” (დორტმუნდი)/”პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა”
“არსენალი” (ლონდონი) – “ბაიერნი” (მიუნხენი)/”რეალი” (მადრიდი) – “მანჩესტერ სიტი”
1/2-ფინალის პირველი თამაშები 30 აპრილს და 1 მაისს შედგება, საპასუხო კი – 7-8 მაისს.
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაში ნიგერიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი მონაწილეობდა.
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ასეთი სახით ბოლოჯერ ჩატარდა, რადგან მომავალ სეზონში ამ ტურნირის ფორმატი იცვლება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს ლონდონში “უემბლის” სტადიონზე შედგება.
ლაშა თაბაგარი





