აგდამის „ყარაბაღს“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ცოტა დააკლდა, რომ ევროპა ლიგიდან გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერი ლევერკუზენის „ბაიერი“ გაეგდო. 1/8-ფინალის პირველ მატჩში აზერბაიჯანელები შინ 2:0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. საპასუხო მატჩის პირველ ტაიმში „ბაიერს“ ტოტალური უპირატესობა ჰქონდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, რომელიც ვერ გამოიყენა. 58-ე წუთზე აგდამელთა კონტრშეტევის დროს ზუბირმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. 63-ე წუთზე სტუმრებს უხეშობოსთვის ფეხბურთელი გაუძევეს. 67-ე წუთზე „ყარაბაღის“ კიდევ ერთი იერიში ახლო მანძლიდან კარში ზუსტი დარტყმით ჟუნინიომ დაასრულა. ამის მიუხედავად მასპინძლებმა შოკიდან გამოსვლა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება მაინც მოახერხეს. 72-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ფრიმპონგმა შეამცირა, რომელმაც თანაგუნდელის პასის მერე ბურთი კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა. მატჩის გმირი ჩეხი პატრიკ შიკი აღმოჩნდა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-3 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 4 წუთში თავურით „ბაიერი“ 1/4-ფინალში გაიყვანა – 3:2. ხაბი ალონსოს გაწვრთნილ „ბაიერს“ მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე განვლილ შეხვედრაში სათადარიგო იყო.
ევროპა ლიგის 1/4-ფინალში “ბენფიკა”, “მილანი”, “მარსელი”, “ვესტ ჰემი”, “ატალანტა”, “რომა”, “ლევერკუზენი” და “ლივერპული” ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





