კიტეიშვილის “შტურმი” კონფერენს ლიგას დაემშვიდობა

0
50

გრაცის “შტურმი”, რომელშივ ოთარ კიტეიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. გრაცელებმა 1/8-ფინალის პირველი მატჩი შინ ფრანგულ “ლილთან” 0:3 წააგეს და ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ. ლილში ჩატარებული საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ავსტრიულ გუნდში პირველი ტაიმი ჩაატარა.
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში “ფენერბაჰჩე”, “ფიორენტინა”, პაოკი, “პლზენი”, “ასტონ ვილა”, “ბრიუგე”, “ლილი” და “ოლიმპიაკოსი” გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი