თბილისის „იბერია 1999“-ში გაბონელი თავდამსხმელი ფლორის დჯავე ჩაირიცხა. 20 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი ლატვიის ჩემპიონ „რიგასში“ გაატარა, სადაც ორჯერ ითამაშა. ის მანამდე კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობდა – 2 სეზონი ლიმასოლის „არისში“ გაატარა, ხოლო ერთი „ენოსისში“.
დჯავე თავის სამშობლოში „ბუენგიდიში“ გამოდიოდა, ხოლო ევროპაში გადაბარგებამდე მალის „ჯოლიბაში“ ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი





