კაშია და კანკავა სლოვაკეთის თასიდან გავარდნენ

0
48

ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და ნაკრებში დაბრუნებული ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/4-ფინალში „სლოვანმა“ „პოდბერეზოვას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა 1:3 დამარცხდა. ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო კაშია 69-ე წუთზე შეცვალეს. მართალია, „სლოვანი“ 33-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თავის კარში სამი ბურთი მიიღო და 1/2-ფინალს მიღმა დარჩა.
ლაშა თაბაგარი