საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ კიდევ ორი ლეგიონერი დაემატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
21 წლის მცველი ლეონარდო ასუნპსაო იმერულ გუნდს ბრაზილიის „პარანადან“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება. მის გარდა, სამტრედიელთა რიგებში იასპარეზებს 20 წლის სამხრეთ აფრიკელი ფორვარდი შონ უკპელი.
ლაშა თაბაგარი





