ყაზაიშვილის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

0
52

„შანდუნი“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ვერ გავიდა. ჩინურმა გუნდმა 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა შინ იაპონიის „იოკოჰამასთან“ 1:2 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩში 0:1 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ყაზაიშვილმა იაპონიაში გამართულ დაპირისპირებაში შეუცვლელად ითამაშა. „იოკოჰამამ“ გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანა და მისი ავტორი ანტონიო ლოპესია.
ლაშა თაბაგარი