გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, რის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. განვლილ ტურში “ვალენსიამ”, რომლის კარს მამარდაშვილი იცავს შინ “ხეტაფე” 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ვალენსიელთა კარში დარტყმული 5 ბურთი მოიგერია, ხოლო სამჯერ მასპინძლები გოლის გაშვებას აშკარად გადაარჩინა. ის მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო მეკარე მეორედ გახდა. პირველად ასეთი აღიარება წილად მე-11 ტურში სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” (2:2) შეხვედრაში ხვდა.
გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი 3-ჯერ მატჩის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
ლაშა თაბაგარი





