“არსენალი” 1/4-ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა

0
42

ლონდონის “არსენალმა” ნავსი გატეხა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს. ლონდონელებმა 1/8-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად “პორტუსთან” 0:1 წააგეს. საპასუხო შეხვედრაში ინგლისელებმა ტროსარის მიერ 41-ე წუთზე გატანილი გოლით ძირითად დროში 1:0 გაიმარჯეს. დამატებითმა დრო მოგებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტები “არსენალმა” უკეთესად დაარტყა – 4:2. ლონდონელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბპ ტურნირის 1/4-ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი