საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი შინ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დაამტებულ მე-3 წუთზე გავიდა, როდესაც გიორგი წიტაიშვილმა მეტოქის ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და მასპინძლების კაპიტანმა მამუკა კობახიძემ თავით ლამაზი გოლი გაიტანა. მან თავი მიჯრით მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
ბათუმელები 9 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო მიხეილ აშვეთიას თავკაცობით წყალტუბოელებს ამ სეზონში ჯერ ქულაც არ აუღიათ.
ლაშა თაბაგარი





