გუგეშაშვილის გუნდმა ბუნდელიგის ლიდერთან ანგარიში ვერ შეინარჩუნა

0
51

აგდამის „ყარაბაღი“, სადაც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ ბუნდესლიგის ლიდერ ლევერკუზენის „ბაიერს“ ორბურთიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე თადარიგში იყო და არ უთამაშია. აზერბაიჯანული გუნდიდან 26-ე წუთზე ბენზიამ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ჟუნინიომ „ყარაბაღი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
გერმანელებიდან პირველი საპასუხო გოლი 70-ე წუთზე ვირცმა გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე აგდამელთა კარი შიკმა აიღო და ლევერკუზენელები მარცხს გადაარჩინა.
ლაშა თაბაგარი