კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „იბერია“ მიიღო და ქულაც ვერ აიღო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი თბილისელები თითქმის მთელი თამაში შოტლანდიელი სტივ კინის დამოძღვრილ ქუთაისელებზე უკეთესად გამოიყურებიდნენ და გამარჯვება დაიმსახურეს.
მატჩის დებიუტში საბა მამაცაშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი მასპინძლების კარის ზედა ძელს მოხვდა. 21-ე წუთზე თბილისელთა კონტრშეტევის დროს ცოტნე კაპანაძემ კარგი პასით შეიკნე სილა „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მალელის დარტყმული ბურთი სერბმა მოიგერია. თუმცა, საბურთალოელთა შეტევა გაგრძელდა და შორი მანძილიდან დარტყმის მერე, ისევ კლიაიჩმა იყოჩაღა.
38-ე წუთზე „საბურთალოს“ ფეხბურთელების მიერ მასპინძლების ნახევარზე გათამაშებული სამსვლიანი კომბინაცია საჯარიმოს გარედან გიორგი კოხრეიძის სახიფათო დარტყმით დასრულდა და კლიაიჩმა თავისი გუნდის გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. 43-ე წუთზე აკუაგამ თავის ნახევარზე ცუდი პასი მისცა კაპანაძეს, რომელსაც ჟორJინიომ დაასწრო და გვერდი აუარა, მაგრამ მეკარესთან ერთიერთზე გასულმა ბურთ კარს ააცილა. ტაიმის მიწურულს კაპანაძე მარჯვნიდან შეიჭრა „ტორპედოს“ საჯარიმოში და გადაცემა შოთა ნონიკაშვილს გაუკეთა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან არაზუსტად დაარტყა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე კოხრეიძემ დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში ჯარიმის შესრულების დროს შოთა ნონიკაშვილმა ზუსტი პასი მისცა მასპინძლების საჯარიმოში გიორგი კოხრეიძეს, რომელმაც ცოტნე ნადარაიას აჯობა და დუბლი შეასრულა – 0:2. 78-ე წუთზე „იბერიას“ საჯარიმოში იონსენმა ორთაბრძოლაში აგიაკვას აჯობა და ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ლაზარე კუპატაძემ გაანეიტრაla, ხოლო ნორვეგიელი ფორვარდის მეორე დარტყმული უკვე ნიდერლანდელმა აგიაკვამ დაბლოკა.
83-ე წუთზე „ტორპედოს“ საჯარიმოში კარიდან წინ გამოსულმა კლიაიჩმა შეიკნე სილა წააქცია და მსაჯის ალეკო აფციაურის მიერ დანიშნული პენალტი ნონიკაშვილმა ზუსტად შეასრულაა.
86-ე წუთზე „ტორპედომ“ საჯარიმო დარტყმა გაითამაშა და არაბიძის პასის მერე სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა 20 მეტრიდან „ცხრიანში“ შეაგდო – 1:3. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე არაბიძემ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ნადარაიამ კარის მიმართულებით დაარტყა, ხოლო იონსენმა ბურთს ადგილი ბადეში მიუჩინა – 2:3. შეხვედრის დამთავრებამდე მცირე ხნით ადრე საბურთალოელი გოგსაძე ტორპედოელ მანჯგალაძეს ეუხეშა და მასპინძელი ფეხბურთელისგან პასუხიც მიიღო, რასაც ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ძიძგილაობა მოჰყვა, მაგრამ ინციდენტი მალე ამოიწურა.
განვლილ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო.
ტორპედო 2:3 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





