კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის პირველი სათამაშო დღე თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“, რომელსაც რუსი იგორ ვასილენკო ავარჯიშებს თბილისის „დინამო“ მიიღო და პირწმინდად მოუგო.
მე-10 წუთზე სლოვაკმა ფილიპ ლესნიაკმა მარჯვენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და დაჩი ცნობილაძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. 23-ე წუთზე დაჩი ცნობილაძემ ზუსტი პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ თორნიკე მორჩილაძეს, რომელმაც ბურთი კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა – 2:0. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ესპანელმა კადეტემ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი და თორნიკე ახვლედიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი აიღო – 3:0.
82-ე წუთზე გიორგი ხაბულიანმა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, სტუმართა ნახევარზე ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო „დინამოს“ კაპიტან ალექსანდრე კალანდაძეს და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა – 4:0. შეხვედრის მიწურულს თელაველებსესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილების დამწუხრება კიდევ ერთხელ შეეძლოთ, მაგრამ საჯარიმოს გარედან ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან გვასალიამ გამოიტანა.
თელავი 4:0 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





