„სამტრედიამ“ „კოლხეთთან“ ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა

0
46

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურმა სტარტი სამტრედიაში აიღო, სადაც ადგილობრივმა „სამტრედიამ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინა.
დავით კვირკველიას გაწვრთნილმა ფოთელებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს, როდესაც მეტოქის ნახევარზე დავით ზურაბიანი ფინტით ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში ჩააწოდა. სადაც მყოფმა ლაშა კოხრეიძემ ჰაერიდან შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა – 0:1.  77-ე წუთზე ფოთელები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან მსაჯმა უხეშობისთვის ფრანგი მცველი მაჰამატ ტიამი გააძევა. 86-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა ქუსლით მისცა პასი „კოლხეთის“ საჯარიმოში ლევან ხმალაძემ, რომელმაც ბურთი დავით უბილავას გადააწოდა, ამ უკანასკელმა კი ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ორი ტურის შემდეგ როგორც ჩრდილოეთ მაკედონილი დიმიტარ კაპინკოვსკის დამოძღვრილ „სამტრედიას“, ასევე „კოლხეთს“ თითო ქულა აქვთ.
სამტრედია 1:1 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი