„ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარ მწვრთნელს ხაბი ალონსოს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
TEAMtalk-ის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი პრეტენდენტია. გერმანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
„ლივერპულის“ ექსნახევარმცველი ხაბი ალონსო „ბაიერს“ 2022 წლის ოქტომბრიდან წვრთნის. მისი თავკაცობით ლევერკუზენელები 23 ტურის მერე 61 ქულით პირველ ადგილზე არიან – მეორე ადგილზე მყოფ „ბაიერნს“ 8 ქულით ასწრებენ.
ლაშა თაბაგარი



