არველაძის გუნდმა „გალათასარაი“ დაამარცხა და თასის 1/2-ფინალშია

0
52

შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქარაგიუმრუქი“ თურქეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა.  1/4-ფინალში „ქარაგიუმრუქმა“ მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ლიდერ „გალათასარაის“ სტუმრად სტამბოლში 2:0 აჯობა.
არველაძის გუნდიდან ანგარიში მე-6 წუთზე მარკაომ გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე მასპინძლების კარი მენდესმა აიღო.
1/2-ფინალში „ქარაგიუმრუქი“ გასვლაზე „ტრაბზონსფორს“ შეხვდება, სადაც შოთამ თავისი ევროპული კარიერა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 28-ე ტურში კრაიოვას “უნივერსიტატია”, სადაც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, სტუმრად “პეტროლულს” შეხვდა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. “უნივერსიტატია” 45 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი