პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

0
51

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტისადოპინგო წესის დარღვევისთვის.
2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ფრანგი 2023 წლის სექტემბრიდან „იუვენტუსთან“ ერთად აღარ ვარჯიშობს და როდესაც ოფიციალურ დისკვალიფიკაციას მისცემდნენ, კლუბი მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.
„დღეს ანტისადოპინგო პროკურატურის გადაწყვეტილება მაცნობეს. მიმაჩნია, რომ ვერდიქტი არასწორია. შოკირებული და გულგატეხილი ვარ. ყველაფერი წამართვეს, რაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში შევქმენი. იურიდიული შეზღუდვებისგან რომ გავთავისუფლდები მთელი ისტორია გაცხადდება, მაგრამ არასოდეს შეგნებულად არ მიმიღია არავითარი დანამატები, რომლებიც ანტისადოპინგო ნორმებს არღვევენ. ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებ“ – დაწერა პოგბამ სოციალურ ქსელში.
ლაშა თაბაგარი