“ბორჯღალოსნებს” რუმინეთთან მატჩისთვის ნინიაშვილი და ლობჟანიძე დაემატნენ

0
72

დავით ნინიაშვილი და ვასილ ლობჟანიძე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ. ბორჯღალოსანი ლეგიონერები რიჩარდ კოკერილის 23-კაციან განაცხადში პირველად მოხვდნენ.
‘ლიონის’ უკანახაზელი ნინიაშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვისაც იყო, თუმცა ტრავმამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცა, ლობჟანიძე კი „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით ‘ტულონში’ ირჯებოდა, სამწვრთნელო შტაბმა ტოპ 14-ში უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მისცა და შეკრებაზე ახლაღა გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველო რუმინეთს „მიხეილ მესხზე“ 2 მარტს, 16 საათზე მასპინძლობს. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში მიიღებს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი
2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 16:00
საქართველო – რუმინეთი
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).