კვარაცხელიას დუბლი და საგოლე პასი – „ნაპოლიმ“ „სასუოლო“ გაანადგურა

0
55

„ნაპოლიმ“ იტალიის A-ს 21-ე ტურის გამოტოგვებული მატჩი სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სასუოლოსთან“ ჩაატარა და 3-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე და 1 წაგება) შეწყვიტა.
შეხვედრის მე-17 წუთზე ტრაორემ თავის საჯარიმოდან მოიგერია ბურთი, რომელიც დაახლოებით 25 მეტრიდან რაჩიჩმა დაბალ კუთხეში „მოჭრა“ და ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0.
29-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა დი ლორენცომ მასპინძლების საჯარიმოს ანგისა მოძებნა, რომელმაც ქუსლით საუცხოო პასი გაკეთა შეტევაში ჩართულ რაჰმანის, ხოლო კოსოვოს ნაკრების მცველმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:1. ორ წუთში იმავე დი ლორენცომ დაახლოებით ანალოგიური პოზიციიდან გადაცემა „სასუოლოს“ საჯარიმოში გახსნილ პოლიტანოს გაუკეთა, რომლის პასის მერე ოსიმენმა ნეაპოლელები დააწინაურა – 1:2. 41-ე წუთზე ენრიკემ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი პარტნიორის მაგივრად პოლიტანოს გადააწოდა, რომელმაც მეკარსთან პირისპირ ოსიმენი დატოვა და ნიგერიელმა დუბლი მიითვალა – 1:3. ტაიმის მიწურულს ტრაორემ ძალიან კარგი პასი კვრაცხელია დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და  ქართველი ფორვარდის დარტყმული ბურთი ფეხით მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისსი ენრიკემ თავის საჯარიმოში ბურთი ამჯერად კვარაცხელიას „ჩააბარა“, რომლის პასით ოსიმენმმა ჰეთ-თრიქი მიითვალა – 1:4. 51-ე წუთზე ოსიმენმა წამოიწყო „ნაპოლის“ კონტრშეტევა, რომელიც კვარაცხელიამ გააგრძელა და მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა, მას მერე, რაც ორ მცველს გაცდა ზუსტად დაარტყა – 1:5.
75-ე წუთზე „ნაპოლიმ“ კუთხური ჩააწოდა და კვარაცხელიას შეუჩერებლად დარტყმულს მეტოქე გადაეღობა, მაგრამ ხვიჩამ ვოლპატოს აართვა ბურთი და მარცხენათი „ცხიანში“ ლამაზი გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ში თავი მერვედ გამოიჩინა. „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. ნეაპოლელები 40 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი