„მთელი საქართველოდ დღევანდელ შეხვედრას ელოდება. „ნაპოლი“ გამარჯვების გვეიმედება და გვჯერა. ნეაპოლელებმა უნდა მოიგონ, რადგან „ბარსელონა“ არცთუ კარგ სათამაშო ფორმაშია. ხვიჩას „ბარსელონაში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ვერ დავუჯერებ. დღეს „ნაპოლის“ ვგულშემატკივრობთ, მაგრამ თუ კვარაცხელია „ბარსელონაში: გადავა, მაშინ მთელი საქართველო „ბარსას“ უგულშემატკივრებს. თუმცა, ჯერ უცნობია გადავა თუ არა.
„ნაპოლის“ მცირე დაღმასვლა აქვს, მაგრამ ბოლო თამაშები ხვიჩა ძალიან კარგად გამოიყურება. თუმცა, თავად გუნდი არცთუ კარგ თამაშს აჩვენებს. დღევანდელ მატჩში ბევრი რამ დამოკიდებულია ხვიჩაზე და თუ როგორ ითამაშებს ის ინდივიდუალურად“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა championat.com-თან.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში „ნაპოლი“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





