ტაჯიკეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გელა შეყილაძე გაწვრთნის. საქართველოს ეროვნული გუნდის ექსმცველმა ხორვატი პეტარ შეგრტი შეცვალა, რომელსაც ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამოეწურა. შეყილაძის თანაშემწე თამაზ ბოკერია იქნება. ორივე მათგანი მანამდე შეგრტის თანაშემწეები იყვნენ.
შეყილაძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შეგრტის ასისტენტად ტაჯიკეთის ეროვნული გუნდის გარდა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, “პერსირესეში”, “პსმ მაკასარში”, “ზვეზდა გრადაცში”, ავღანეთის და მალდივების ნაკრებში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ შეგრტის ხელმძღვანელობით ტაჯიკებმა პირველად იასპარეზეს აზიის თასზე, სადაც 1/4-ფინალში გავიდნენ და მომავალ ფინალისტ იორდანიასშთან 0:1 წააგეს.
ლაშა თაბაგარი





