მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, თომას ტუხელი მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კლუბის ხელმძღვანელებმა და გერმანელმა სპეციალისტმა თანამშრომლობის ნაადრევად შეწყვეტა ერძთობლივად გადაწყვიტეს. ტუხელს “ბაოერნთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
50 წლის ტუხელი “ბაიერნს” სათავეში 2023 წლის მარტში იულიან ნაგელსმანის მაგივრად ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენელებმა გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგა მოიგეს. 22 ტურის მერე, “ბაიერნი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლევერკუზენის “ბაიერს” 8 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





