„კრისტალ პალასის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. როი ჰოჯსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი ადგილი ოლივერ გლასნერმა დაიკავა. ავსტრიელმა სპეციალისტმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა. 76 წლის ჰოჯსონი „კრისტალ პალასს“ 2023 წლის მარტიდან ავარჯიშებდა.
გლასნერი 2021-2023 წლებში ფრანკფურტის „აინტრახტს“ უძღვებოდა, რომელსაც 2022 წელს ევროპა ლიგა მოაგებინა. 49 წლის სპეციალისტი მანამდე ავსტრიის „რიდს“, ლასკს და გერმანიის „ვოლფსბურგს“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი





