„მარსელში“ გატუზო გასემ ჩაანაცვლა

0
49

„მარსელმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნილი იტალიელი ჯენარო გატუზოს შემცვლელი მალე იპოვნა. საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდს 70 წლის ჟან-ლუი გასე გაუძღვება.
გასე განვლილ აფრიკის თასის გათამაშებაში ტურნირის მასპინძელ კოტ დივუარს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, კარისკენ მიუთითეს. საბოლოოდ, კოტ დივუარმა ტურნირი მოიგო. გარდა ამისა, გასე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „ბორდოს“, „სენტ-ეტიენს“, „ისტრს“, „კანს“ და „მონპელიეს“ თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი