ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის გუნდ „შანდუნის“ შემადგენლობაში აზიის ჩემპიონთა ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. „შანდუნი“ 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში გასვლაზე იაპონურ „კავასაკი ფრონტალეს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად არ მიიჩნეოდა 4:2 გაიმარჯვა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა – 26-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:0 გახდა, ხოლო 73-ე წუთზე ქართველი შემტევი ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ კრიზანმა სტუმრები დააწინაურა – 3:2. „შანდუნმა“ პირველი თამაში შინ 2:3 წააგო, მაგრამ სტუმრად მოგებული თამაშის წყალობით 1/4-ფინალში გავიდა.
ყაზაიშვილმა „ულსანში“ გატარებული სამი სეზონის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „შანდუნს“ შეუერთდა. 30 წლის ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეულ კლუბში ყველა ტურნირში ჩატარებულ 131 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან სამხრეთ კორეის პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო. გასული წელი მისთვის ყველაზე შედეგიანი იყო, რადგან სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





