საუდის არაბეთის „ალ ახდუდის“ მცველმა საბა კვერკველიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში მის თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ ტრანსფერის წარმატებით განხორციელება უსურვა.
„ხვიჩა ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. წინასწარ არაფერს ვიტყვი, რომ „თვალი არ ეცეს“ – ციტირებს კვერკველიას Metaratings.ru.
გასულ კვირაში ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ კვარაცხელიას ყიდვა 2024 წლის ზაფხული უნდა. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა (31 ყველა ტურნირში) – 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





