ესპანურმა ლეიმა ბასკეტ კორუნამ, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იცავს, რანგით მე-2 დივიზიონ ლებ ოროში ზედიზედ მე-10 (!) მატჩი მოიგო და ელიტარულ ლიგა ენდესაში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
გალისიური კლუბი ამჯერად ბეტისს დაუხვდა და 92:78 იმარჯვა. ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:49 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ლეიმა ბასკეტმა 4 წაგების წილ მე-17 გამარჯვება იზეიმა და ლებ ოროში ესტუდიანტესის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება.





