დავითაშვილი სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა

0
70

ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“  სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში „ბორდო“ სტუმრად „ამიენს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მოედანზე შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა. მასპინძლები 31-ე წუთზე ლაჰნემ დააწინაურა, ხოლო მსაჯი მიერ ძირითადი დროს დამატებულ მე-3 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ვეტრომ გაათანაბრა.
23 წლის დავითაშვილმ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 24 მატჩი (18 სასტარტოში) ჩაატარა და  2 გოლი გაიტანა.
„ბორდო“ 32 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატი მე-13 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი