სლოვაკეთში „ქართული“ დერბი კანკავამ და კაშიამ მოიგეს

0
59

სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-20 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – ბრატილავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან „ზლატე მორავცეს“ დაუპირისპირდა, რომელიც ჩვენი სამი თანამემამულე ირიცხება.
„სლოვანმა“ აუტსაიდერი 4:1 დაამარცხა და მაპინძლებში მხოლოდ კანკავამ ითამაშა, ხოლო კაშია თადარიგში იყო. სტუმრებში ჯინჯოლავამ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა, ლევან ნონიკაშვილი კი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. იური ტაბატაძე განაცხადში არ იყო.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 51 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს. „ზლატე მორავცე“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა

ლაშა თაბაგარი