ავსტრიის ბუნდელიგის მე-19 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ვენის „რაპიდი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტოში იყო დ მე-80 წუთამდე ითამაშა. მასპინძლები მე-6 წუთზე ლავალემ წინ გაიყვანა, ხოლო სტუმრებიდან თავი 41-ე წუთზე ლანგმა გამოიჩინა. „შტურმი“ 39 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ზალცბურგს“.
იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ემპოლიმ“ „ფიორენტინა“ მიიღო და ქულა აიღო- 1:1. 19 წლის საბა გოგლიჩიძე მასპინძლების თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. „ემპოლი“ 22 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
„ფროზინონე“ თავის მოედანზე „რომასთან“ 0:3 დამარცხდა. გიორგი კვერნაძეს წაგებულთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





