„მეცი“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს საფრანგეთის ლიგა 1-ში კატასტროფულ გამოსვლას განაგრძობს. 22-ე ტურში მეცელები სტუმრად „მონპელიეს“ შეხვდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. „მონპელიემ“ ანგარიში მე-3 წუთზე სილამ გახნა, ხოლო სანანმა 50-ე წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 86-ე წუთზე სააბოლოო წერტილი სავანიემ დასვა.
„მეცს“ ზედიზედ 9 თამაშია არ მოუგია (1 ფრე, 8 მარცხი) და 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატი მე-18 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 22-ე ტური „უნივერსიტატია“ გასვლაზე „ბოტოშანს“ ეთამაშა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა სტუმართა რიგებში 71-ე წუთიდან ითამაშა.
„უნივერსიტატია“ 39 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





