შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ქარაგიუმრუქმა” თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი არ წააგო. 26-ე ტურში ქართველი სპეციალისტის შეგირდები სტუმრად “ქასიმფასას” დუპირისპირდნენ და ქულა აიღეს- 1:1.
მასპინძლები მე-11 წუთზე ნუნო დე კოსტამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 38-ე წუთზე ეიესერიჩმა გაიტანა. შეგახენებთ, რომ თავი დროზე არველაძე “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელი იყო.
“ქარაგიუმრუქს” 28 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





