მაცარი: „კვარაცხელია ყოველთვის სამ-ოთხ მეტოქეს ვერ მოატყუებს“

0
62

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასგან გადამეტებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.
„ის ცდილობს მოედნის სხვადასხვა მონაკვეთზე თავისუფალი ზონები იპოვოს, თუმცა სადაც არ უნდა იყოს სამი მცველი ყოველთვის ელოდება. ზოგჯერ მასთან ორთაბრძოლა თამაშის წესების ჩარჩოებს ცდება და ასეთი რამ უნდა დაისაჯოს.
როდესაც ის თავის წინ ჩაკეტილ სივრცეს ხედავს, შეუძლია ცენტრში გადადგილდეს, მაგრამ ამ დროს პარტნიორების მხარდაჭერა  სჭირდება,  რათა თავისი მოძრაობით მეტოქის ყურადღება მოადუნოს. არ უნდა ველოდოთ, რომ კვარაცხელია ყოველთვის სამ-ოთხ მეტოქეს მოატყუებს“ – ციტირებს მაცარის football-italia.