პეპ გვარდიოლა: „ყველას სჯერა, რომ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია”

0
42

„მანჩეტერ სიტი“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ შეუძლია. მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა ამის თაობაზე ტურნირის 1/8-ფინალში დანიის „კოპენჰაგენთნ“ სტუმრად გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„8 წლის წინ როდესაც კლუბში მივედი ვფიქრობდი: „შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება? ეს ჩვენთვის ძალინ ბევრია. ახლა გუნდში ყველას სჯერა, რომ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია. ეს კლუბის საუკეთესო დანატოვარია.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მეტოქე მშიერი და დასვენებული, რომელსაც კონკურენციის გაწევა უნდა. „კოპენჰგენს“ ბევრი დრო ჰქონდა მომავალი თამაშისთვის მოსამზადებლად. იმედია, რომ ჩვენ ღირსეულ დონეზე ვითამაშებთ“ – ციტირებს ესპანელ სპეციალიტს უეფას ვებგვერდი.
მომავალ მატჩს „კოპენჰგენის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმის მიზეზით გამოტოვებს.
ლაშა თაბაგარი