ჯაბა კანკავამ სლოვაკეთში სეზონი გოლით განაახლა. მე-19 ტურში “სლოვანი”, სადაც საქრთველოს ეროვნული ნკრების ექსკაპიტანი გამოდის სტუმრად “ჟილინას” შეხვდა და 4:0 გაანადგურა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, მეტოქის საჯარიმოში მარცნიდან გახსნილმა პარტნიორისგან მიიღო ბურთი, რომელიც მახვილი კუთხიდან “ცაციათი” შორეულ კუთხეი ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ერთხელ თავი სლოვაკეთის თასზე გამოიჩინა.”სლოვანში” მოედანზე ასევე ორი ტაიმი გაატარა ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ. სტუმრებს გამარჯვება უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ, მაგრამ 38-ე წუთზე უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა პენალტი ვერ გამოიყენა. მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” 48 ქულით პირველ ადგილზეა და “ჟილინას” 10 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





