რუი ვიტორია ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდაან დაითხოვეს, რის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
53 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეგვიპტელები კოტდივურში მიმდინარე აფრიკის თასის 1/8-ფინალში პენალტების სერიაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ვიტორია ეგვიპტეს 2022 წლისს ზაფხულიდან ავარჯიშებდა და 4-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა. ის ეგვიპტელთა თავკაცად დანიშსვნამდე პორტუგალიის “პასუშ ფერეირას”, “ვიტორია გიმარაეშს”, “ბენფიკას”, “ალ-ნასრს” და მოსკოვის “სპარტაკს” ხელმძღვანელობდა.
ეფციპტის ნაკრებს დროებით მოჰამედ იუსეფი უხელმძღვანელებს, ვიდრე ფეხბურთის ფედერაცია უცხოელ სპეციალისტს მიიწვევს.
ლაშა თაბაგარი




