მუნდიალი 2026: გახსნა მეხიკოში, ფინალი ნიუ ჯერსიში

0
65

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის გახნის მატჩი 11 ივნისის მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში სტადიონ „აცტეკაზე“ ჩატარდება. ამის შესახებ ფიფას პრესსამსახური იუწყება. „აცტეკაზე“ 87533 გულშემატკივარი ეტევა. ამ სტადიონზე მსოფლიო 1970 და 1986 წლის ჩემპიონატების ფინალები, ასევე 1968 წლის ოლიმპიადა გაიმართა. პირველი მატჩში მექსიკის ნაკრები მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ასევე ცნობილია, რომ ტურნირის კიდევ ერთი მასპინძელი კანადა თავის პირველ შეხვედრა 12 ივნისს ტორონტოში ჩაატარებს.
მუნდიალის ფინალი 19 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ ჯერსიში სტადიონ „,მეტლაიფ სთედიუმზე“ შედგება,  სადაც 82500 ქომაგი ეტევა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა 18 ივლისს ქალაქ მაიამიში სტადიონ „ჰარდ როკ სთედიუმზე“ ჩატარდება, რომლის ტევადობა 64767 მაყურებელია.
მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასაა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე შედგეა. გარდა ამისა, რომ ფეხბურთის ისტორიაში პირველად მუნდიალი სამ ქვეყანაში ჩატარდება, ასევე მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა.
მსოფლიო პირველობას 17 ქალაქი უმასპინძლებს: ლოს ანჯელესი, სან ფრანცისკო, სიეტლი, ატლანტა, დალასი, ჰიუსტონი, კანზასი, მაიამი, ბოსტონი, ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, ფილადელფია (ყველა აშშ), ვანკუვერი, ტორონტო (ორივე კანადა), გვადალახარა, მეხიკო და მონტერეი (ყველა მექსიკა).
ლაშა თაბაგარი