სამი არგენტინელი “საბურთალოში”

0
76

თბილისის “საბურთალოს”, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზდება, სამი არგენტინელი ფეხბურთელი: რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო შეუერთდნენ. ამის შესახებ საბურთალოელთა პრესსამსახური იუწყება:
“ამხრეთ-ამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ფარგლებში, არგენტინის ვიცე-ჩემპიონ “ტალიერესიდან” საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” 3 ფეხბურთელი მოიწვია.  ფეხბურთელებმა “საბურთალოს” მაისური თურქულ შეკრებაზე უკვე მოირგეს და ჩვენს გუნდთან ერთად პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს, სადაც 21 წლის კრისტიან ლუდუენამ შესანიშნავი გოლიც გაიტანა.
არგენტინელი ფეხბურთელების შესახებ ოფიციალურ განცხადებას კლუბის თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავაკეთებთ”.
“საბურთალომ” შეკრებაზე პირველი ამხანაგურ მატჩი უზბეკეთის “ანდიჟანთან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. თბილისელებიდან გოლები გიზი მამაგეიშვილმა და ლუდუენამ გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი