კვარაცხელიამ „ვერონასთან“ გაიბრწყინა

0
39

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში შინ „ვერონასთან“ ურთულეს შეხვედრაში ულამაზესი გოლით მოაგებინა. საქართველო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ორი ტაიმის განმავლობაში მინდორზე ყველაზე აქტიური იყო და შეხვედრის გმირიც გახდა.
მატჩის დასაწყისში კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში  მარცხნიდან შეიჭრა და ჯერ ერთ მეტოქეს გაცდა, შემდეგ მეორეს, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა და ქართველი წაიქცა – მსაჯს პენალტის დანიშვნის საბაბი აშკარად ჰქონდა, მაგრამ თამაშისს წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
ამის შემდეგ კვრაცხელია მეტოქის კარს ორჯერ სახიფათოდ დაემყქრა – ჯერ საჯარიმოს გარედან „ცაციათი“ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ მეტოქის მცველის მოგერიებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარისკენ და ისევ სტუმართა კარის დარაჯმა იყოჩაღა.
მეორე ტაიმის დსაწყისში კვარაცხელია სტუმართა საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ერთ მცველს ფინტით გასცდა და მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
72-ე წუთზე სუსლოვმა ჯარიმის შესრულების დროს მასპინძლები საჯარიმოში კოპოლა მოძებნა, რომელსაც თავით დარტყმა სურდა, მაგრამ გოლი მხრით გაიტანა – 0:1.
79-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლინდსტრიომმა „ვერონას“ საჯარიმოში ნგონჟი მოძებნა, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა. 87-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოევს მიიღო და „მოჭრილი“ დარტყმით „ცხრიანში“ ჩასვა – გოლი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი მეექვსედ აიღო. შეგახსენებთ, რომ მან გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი სწორედ “ვერონასთნ” გაიტანა, როდესაც პირველ ტურში ნეაპოლელებმა მეტოქე სტუმრად 5:2 დაამარცხეს და კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა.
„ნაპოლი“ 35 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი