დავითაშვილის “ბორდო” ბოლო წუთებზე დამარცხდა

0
70

“ბორდომ”, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, ზედიზედ ორი მატჩის მოგების მერე, საფრანგეთის ლიგა 2-ში სტუმრად “ტრუასთან” დამარცხდა. დაავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებიდან 65-ე წუთზე ანგარიში ელისორმა გახსნა, ხოლო ბარბეტმა 90-ე წუთზე საპასუხო ბურთი პენალტიდან ბარბეტმა გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე “ტრუადან” თერთმეტმეტრიანი რიპარმა შეაგდო.
“ბორდოს” 28 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი