ანდრეა ბელოტი კარიერას „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. „რომამ“ იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ფლორენციულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ბელოტი „რომაში“ 2022 წლისს აგვისტოდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 62 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინაფორმაციით, „რომა“ „ემპოლიდან“ ნახევარმცველ ტომაზო ბალდანცის ყიდულობს. 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ რომაელები 20 მილიონ ევროს გადაიხდიან და კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ბალდანცი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლაშა თაბაგარი





