„იუვენტუსს“ 21 წლის არგენტინელი შეუერთდა

0
34

„იუვენტუსმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „საუთჰემპტონიდან“ ნახევარმცველი კარლოს ალკარასი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატა. ტურინელები მის სანაცვლოდ „საუთჰემპტონს“ 3,7 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო კიდევ 1,9 მილიონი ევრო ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „იუვენტუსი“ 21 წლის არგენტინელის შეძენას 49,5 მილიონ ევროდ მოახერხებს და ამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა შეუძლია.
ალკარასი „საუთჰემპტონში“ 2023 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი