დემეტრაძე: „ყველაზე მეტს დონეცკის „მეტალურგში“ მიხდიდნენ“

0
58

გიორგი დემეტრაძის განცხადებით, საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტ თანხას დონეცკის „მეტლურგში“ გამოიმუშავებდა.
„ყველაზე დიდ ფულს დონეცკის „მეტალურგში“ მიხდიდნენ. მოულოდნელია, მაგრამ ფქტია. დონეცკში იმ დროისთვის დღევანდელი საზომით ძალიან დიდ თანხას ვიღებდი. ორჯერ მეტი გამომდიოდა ვიდრე კიევის „დინამოში“ ნ „რეალ სოსიედადში“, კლუბს ტარუტა და მკრტჩიანი ინახავდნენ, რომელთაც სერიოზული ამბიცია ჰქონდათ.
სოლიდური გუნდი გვყავდა, რომლის კაპიტანი გოჩა ჯამარაული იყო საქართველოს ნაკრებიდან, იაია ტურე კოტდივუარის ნაკრებში თამაშობდა, მელიქიანი – სომხეთის, მენდოსაა – პერუს. ორჯერ მესამე ადგილი დავიკავეთ – „შახტარსა“ და „დინამოს“ ჩამოვრჩით“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა championat.com-თან.
დემეტრაძე „მეტალურგში“ 2003-2005 და 2006-2007 წლებში თამაშობდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 98 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
დემეტრაძემ კარიერი განმავლობაში 10 კლუბ გამოიცვალ, რომელთა შორის თბილისის „დინამო“, როტერდამის „ფეინოორდი“, ვლადიკავკაზის „ალანია“, კიევის „დინამო“, „რეალ სოსიედადი“, მოსკოვის „ლოკომოტივი“ და დონეცკის „მეტაალურგი“ იყო.
მან  საქართველოს, რუსეთის და უკრაინის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. ამ შედეგით ერთადერთი ქართველია, რომელიც სამი ქვეყნის საუკეთესო გოლეადორი გახდა.
ლაშა თაბაგარი