ანტონიო კონტე მომავალი სეზონიდან „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ TeleLombardia ირწმუნება.
54 წლის იტალიელი სპციალისტი მილანური საფეხბურთო კლუბის შეთავაზებას დათანხმდა. ბოლო რამდენიმე დღე კონტესთან მოლაპარაკებას ზლტნ იბრჰიმოვიჩიც აწარმოებდა, რომელიც „მილანის“ პრეზიდენტის მრჩეველია სპორტულ საკითხებში.
კონტე ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობდა, რომლიდან 2023 წლის მარტში დაითხოვეს. მანამდე, ის „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენა“, ტურინის „იუვენტუსს“, იტალიის ეროვნულ ნაკრებს, „ჩელსის“ და მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა.
კონტემ მწვრთნელის რანგში „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოაგებინა, „ჩელსის“ ინგლისის პრემიერლიგაში გაამარჯვებინა, ხოლო „ინტერს“ „სკუდეტო“ ააღებინა.
ლაშა თაბაგარი





