საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში “ბორდომ” თავის მოედანზე გათამაშების ლიდერი “ანჟერი” ზურიკო დავითაშვილის წყალობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ლივოლანტის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯრიმოში შეჭრილმა ერთი შეხებით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. დავითაშვილი 89-ე წუთზე შეცვლეს.
“ბორდიმ” ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და 28 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





