“გაგრას” ახალი სეზონის წინ კიდევ სამი ფეხბურთელი დაემატა – ზურაბ ჭავჭანიძე, დავით ლომთაძე, გიორგი ქიმაძე და ლევან გეგეჭკორი.
23 წლის მცველი ზურაბ ჭავჭანიძე გასულ სეზონში „ვიტ ჯორჯიაში“ გამოდიოდა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
მისი თანატოლია ნახევარმცველი ლომთაძე, რომელიც “გაგრაში” 2018 წელს უკვე გამოდიოდა. ის შარშან საგარეჯოს “გარეჯში” თამაშობდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 28-ჯერ ითაამაშა – მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა.
31 წლის მცველმა ქიმაძე 2023 წლის სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო და ქობულეთის “შუქურაში” დაასრულა.
29 წლის მცველი ლევან გეგეჩკორი „გაგრას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა. მანამდე კი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. ის 2017 წლიდან ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა. ამის მერე 2 სეზონი ქუთაისში გაატარა. გეგეჭკორი 2019-2022 წლებში ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. „გაგრაში“ გადასვლამდე, 2022-2023 წლებში კვლავ ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა. გასულ სეზონში ლევანმა ქუთაისელთა რიგებში 9 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





