მაურისიო პელეგრინომ “კადისი” ჩაიბარა

0
65

ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის “კადისის” მთავარ მწვრთნელად მაურისიო პელეგრინო დანიშნეს, რის შესაახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 52 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. პელეგრინო 2022 წლის ნოემბრიდან ჩილეს “უნივერსიდად დე ჩილის” წვრთნიდა.
მანამდე, არგენტინელი “ვალენსიას”, “ესტუდიანტესს”, “ინდეპენდიენტეს”, “ალავესს”, “საუთჰემპტონს”, “ლეგანესს” და “ველესს სარსფელდს” ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ის “ლივერპულში” და მილანის “ინტერში” მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის ასიატენტი იყო.
ლაშა თაბაგარი