მამარდაშვილის მოგერიება ტურში საუკეთესოდ აღიარეს

0
45

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს. განვლილ ტურში “ვალენსიამ” ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და 1:0 დაამარცხა.
61-ე წუთზე ვალენსიელთა კაპიტანმა ხოსე გაიამ მარცხენა ფრთიდან ბურთი “ატლეტიკის” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უგო დურომ მაღალ ნახტომში იური ბერჩიჩეს აჯობა და თავით შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა უნაი გომესმა შორეულ კუთხეში დაარტყა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ დაასახელეს, ხოლო ერთხელ ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. მისი მოგერიება ამ სეზონში ტურში საუკეთესოდ პირველად მიიჩნიეს. მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გოლი 7 მატჩში არ გაუშვა და თავისი რეკორდის გასამეორებლად ერთი თამაში აკლია.
ლაშა თაბაგარი