ჩაკვეტაძის პირველი სრული მატჩი „უოტფორდში“

0
62

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ გადასვლის შემდეგ. ინგლისის ჩემპიონშიფში შეუცვლელად პირველად ითამაშა. 27-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, მე-60 წუთზე ანგარიში ლაივმორმა გახსნა, რომელმაც ხუთ წუთში დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან ერთი ბურთი 77-ე წუთზე დაიქსმა გაქვითა.
„უოტფორმა“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო, ხოლო მანამდე მიჯრით ორიჯერ ფრე ითამაშა და 4-მატჩიანი წაუგებელი სერიის მერე, 39 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი